10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში იკრიბებიან

საპატრიარქოში ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან. სავარაუდოდ, ადგილზე ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ, სინოდის წევრებთან ერთად, საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ.

ერთ-ერთი ვერსიით, საპატრიარქოსთან მივიდა ირაკლი კობახიძე. პარალელურად, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიოტრიაზე მოქალაქეები სანთლებით იკრიბებიან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II [ერისკაცობაში ილია შიოლაშვილი] 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაფიძის კლინიკაში გუშინ, ორშაბათს, 16 მარტს, ნაშუადღევს მიიყვანეს, შემდეგ კი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს.

კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, მას კუჭიდან მასიური სისხდენა აღენიშნებოდა. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ილია II 48 წლის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

banner
წინა სტატიაშისევდია უგრეხელიძე: აღარ არსებობს ილია მეორეს პიროვნული ავტორიტეტი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: პატრიარქის ცხოვრება და მსახურება მაგალითია შინაგანი სიმტკიცის, მოთმინების, რწმენისა და ადამიანებისადმი გულწრფელი სიყვარულის