“ხელისუფლების თავხედობა იქამდე მივიდა, რომ პრემიერი დადებითად აფასებს ლარის გაუფასურებას”

news
ავტ.: news ნოემბერი 14, 2016 16:08

“ხელისუფლების თავხედობა იქამდე მივიდა, რომ პრემიერი დადებითად აფასებს ლარის გაუფასურებას”

პრემიერის განცხადებას, რომ ლარის გაუფასურება ექსპორტ იმპორტის მაჩვენებლებს შორის სხვაობამ გამოიწვია, პოლიტიკურ წრეებში მკვეთრად უარყოფითი შეფასებები გამოიწვია.
შალვა ნათელაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში დახარჯულ თანხებზე საუბრობს და ხელისუფლებას ადანაშაულებს.

“ლარის კატასტროფული ვარდნა გამოწვეულია მმართველი ოლიგარქიის მხეცური სურვილით ასმაგათ ამოიღოს არჩევნებში დახარჯული მილიონები. თავხედობა ხელისუფლების იქამდე მივიდა, რომ პრემიერი დადებითად აფასებს ამ ტრაგიკულ პროცესს,” – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

news
ავტ.: news ნოემბერი 14, 2016 16:08