ხელისუფლების შეტევის მთავარი ობიექტი, ალბათ, გახდება მამუკა ხაზარაძე – გია ხუხაშვილი

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

„ხელისუფლების შეტევის მთავარი ობიექტი, ალბათ, გახდება მამუკა ხაზარაძე,“ – ეს განცხადება პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა გააკეთა.

ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ სექტემბერში დაანონსებულ გააქტიურებას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ მისი გამოჩენა პოლიტიკურ სივრცეს მრავალფეროვანს გახდის.

ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ მამუკა ხაზარაძე კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან“ არ იქნება.

„ეს გადაწყვეტილება საკმაოდ საინტერესოა და სახელმწიფოებრივადაც ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება პოლიტიკური სივრცის გახსნა და მამუკა ხაზარაძე იქნება ამის ინსტრუმენტი გარკვეულწილად. რამდენად წარმატებული იქნება, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას არ აქვს პოლიტიკაში გამოცდილება, გასაგებია, რომ ხელისუფლების შეტევის მთავარი ობიექტი, ალბათ, გახდება მამუკა ხაზარაძე. ვითარებაში, როდესაც საკონტროლო პაკეტი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება, დაიჭიროს ე.წ. ოქროს გასაღები ხელში, ანუ მასზე გახდეს დამოკიდებული, თუ რომელ მხარეს შედგება მმართველი კოალიცია. გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა ხაზარაძეს მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური ორიენტაცია აქვს, დეკლარირებული, ეს ნიშნავს, რომ ალბათ, უფრო სხვა კოალიციაში, სხვა მიმართულებით უნდა ველოდოთ, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბელგიის ზოოპარკში პანდამ ტყუპები დაბადა (ფოტო)
შემდეგი სტატიამას აქვს ის ძალა, რომ ებრძოლოს ამ ოლიგარქიულ რეჟიმს და თავისი ქვა დადოს ამ სისტემის დემონტაჟში – გოცირიძე მამუკა ხაზარაძეზე საუბრობს