ამ ხელისუფლების პირობებში ლარს პოზიტიური პერსპექტივა არ აქვს-მელიქიშვილი

ამ ხელისუფლების პირობებში ლარს პოზიტიური პერსპექტივა არ აქვს – ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მელიქიშვილმა გააკეთა.
მელიქიშვილი ეროვნული ვალუტის მასშტაბური გაუფასურების პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, ლარმა ბოლო კვირის განმავლობაში ყველანაირი ანტირეკორდი მოხსნა, რაც ხელისუფლების უმოქმედობამ და არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა.
„სიტუაცია ნამდვილად კრიტიკულია გამომდინარე იქედან, რომ ლარმა მოხსნა ყველა ანტირეკორდი, რაც კი მისი არსებობის მანძილზე ყოფილა. ამას ემატება დაბნეული და გაურკვეველი ნაბიჯების მქონე ხელისუფლება, რომელიც არც ერთ ნაბიჯს არ დგამს იმისთვის, რომ ოდნავ პოზიტიური მოლოდინი მაინც გააჩინოს. მათ კომენტარები რასაც აკეთებენ, კიდევ უფრო მერ გაურკვევლობას ბადებს საზოგადოებაში და სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში ლარს პოზიტიური პერსპექტივა არ აქვს,“-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : ჩემი კაბინეტი ყველასთვის ღიაა
შემდეგი სტატია“ლარის კურსის დასტაბილურების მთავარი გზა ბიუჯეტიდან არამიზნობრივი ხარჯების შემცირებაა”- ზურაბ ჭიაბერაშვილი