ხელისუფლების მთავარი მიზანია,რომ საქართველოში 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს-კოტე ჩოკორაია

ხელისუფლების მთავარი მიზანია,რომ საქართველოში 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდეს-ეს განცხადება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ გააკეთა. მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს შეკითხვები აქვს.მიუხედავად ამისა, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვას გეგმავენ.

„საკონსტიტუციო კომისიის დიდი იმედი არ მაქვს იმ შემადგენლობიდან გამომდინარე, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას გააჩნია. ის ოთხთვიანი ვადა, რომელიც დადგენილია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისთვის, მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლების მთავარი მზადება გახლავთ ის, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში არ ჩატარდეს,“ – განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 200 პარტიაა და ყველა ნამდვილად ვერ მოხვდება – ზაზა ხუციშვილი საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა