ხელისუფლების მხრიდან კარტელი შეიქმნა და ნარკოდანაშაულში მხილებულებს ლობირებენ – ელისო კილაძე

ვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი დადის ქალაქში

“ხელისუფლების მხრიდან კარტელი შეიქმნა და ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებულ პირებს ლობირებენ,” – ეს განცხადება ქრონიკა პლიუსის რედაქტორმა, ელისო კილაძემ, რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს გააკეთა.

კილაძე ამბობს, რომ პოლიტპატიმართა სიაში კიდევ ერთი პირი, გვარად თოლორდავა, მოხვდა, რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ბოლოს პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვეს.

ამასთან, ელისო კილაძე აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მიაწოდეს და ინფორმაციას ის უახლოეს პერიოდში თავად გადაამოწმებს.

თოქ-შოუ არჩევანში კილაძემ აღნიშნა, რომ მას ინფორმაცია ბესელია-კობახიძის შესახებ ალეკო ელისაშვილისგან არ მიუღია და მას სხვა წყარო ჰყავს.

“მე ინფორმაცია ამ სკანდალში მანანა კობაიხიძის და ეკა ბესელიას შესახებ ალეკო ელისაშვილისგან არ მიმიღია. მე ეს ინფორმაცია სხვა წყაროებიდან მივიღე. ეს გვარები მე დავასახელე მანამდე და მათი აგრესია ელისაშვილისადმი არის ძალიან გასაკვირი. ჩემი წყარო ირიბად დაკავშირებული პირია ამ საქმესთან, რომელიც ცხოვრობს ქუთაისში. მე მის ვინაობას არ გავასაჯაროებ. ამ დანაშაულში მონაწილე პირები არიან ქუთაისელები. ჩემმა წყარომ მითხრა, რომ დიდ ფულზეა საუბარი. ბოჭორიშვილი გაბრაზებულია, რომ თანხა გადაიხადეს და ვერ გამოუშვეს,” – აცხადებს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშინუგზარ ბოჭორიშვილის თქმით მისგან 10 მილიონ ევროს სოსო თოფურიძე ითხოვდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიადადიანის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე ელექტროსადენებს დაეცა