“ხელისუფლების მხრიდან [არჩევნებზე] დარღვევების შესახებ ბრალდებების გამოძიებას ველით…”- საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“ხელისუფლების მხრიდან [არჩევნებზე] დარღვევების შესახებ ბრალდებების გამოძიებას ველით…” – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო X-ზე წერს.

„ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს, სადაც ახლახან საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

ხელისუფლების მხრიდან დარღვევების შესახებ ბრალდებების გამოძიებას ველით.

იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება შეძლოს, ფუნდამენტური თავისუფლებები და პოლიტიკური პლურალიზმი დაცული უნდა იყოს“, – წერს ჟან-ნოულ ბარო.

banner
წინა სტატიაში“შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით… არაერთი დარღვევა, ამომრჩევლებზე ზეწოლა და უთანასწორო სათამაშო მოედანი”-ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
შემდეგი სტატიაბორელი/ევროკომისია: სწრაფად გამოიძიეთ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები