,,ხელისუფლების მიერ ოლქების უმრავლესობაში წარმოდგენილი არიან ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ არჩევნებს”

ცესკოს მიერ წილისყრის გარეშე რიგი პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭებას დაუშვებლად მიიჩნევს თინა ხიდაშელი. მისი განცხადებით, მსგავსი ქმედებით ცესკოს პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების წინასწარ შედგენილ სიებზეც გააკეთა განცხადება. ხიდაშელი ფაქტს არჩევნების გაყალბების მცდელობას არ უკავშირებს.

„გადაწყვიტა კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, რომ რომელიღაც პარტიებს უნდა მისცეს საარჩევნო ნომერი. ეს არის კანონის პირდაპირი დარღვევა. მე არ ველოდები საქართველოში არჩევნების გაყალბებას, საარჩევნო კომისიებზე მეც ვიცი, მეც მსმენია ამის შესახებ, არ გამიკვირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ხშირ შემთხვევებში ეს სიმართლეა, მაგრამ ეს არ გამოდგება იმის სათქმელად და საკმარის მტკიცებულებად, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება.

“სახელისუფლებო პარტიის მიერ ოლქების უმრავლესობაში წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვისაც ერთადერთი გამოცდილება აქვს, რომ ყიდულობს არჩევნებს. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის წარმოუდგენელი განცხადება” – თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაიტალიაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება – ოფიციალური მონაცემებით, 37 ადამიანი დაღუპულია, 150 კი დაკარგულად ითვლება