„ხელისუფლების ყველა შტო პუტინის დასაცავად დაირაზმა… დღეს ქვეყანას ნიღაბჩამოხსნილი პროპუტინისტური რეჟიმი მართავს“ – ბაჩუკი ქარდავა

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადებას ჟურნა;ოსტური ეთიკის დარღვევას უწოდებს, თუმცა ამავდროულად ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობს ედპ-ს ლიდერი.
„კი ბატონო, შევთანხმდეთ, გაბუნიამ ეთიკის ნორმები დაარღვია და მის განცხადებაში გადაამლაშა, რითაც ჟურნალისტური სტანდარტი დაარღვია და რას ველოდით გაბუნიას ამ განცხადებების შემდეგ, რა რეაქცია იქნებოდა კრემლში? რეაქცია იყო შესაბამისი და დაუყოვნებლივ მოხდა მობილიზება, ხელისუფლების მხარდამჭერი რესურსების მობილიზება, „რუსთავი2“-თან.

ის კიდევ უფრო დიდი სისულელეა, რომ გაბუნიას გამო ვინმე ომს დაიწყებს, მაგრამ ამ ყველაფერში კატასტროფულად ამაზრზენი აღმოჩნდა ის, რომ ფაქტობრივად დღეს ქვეყანას მართავს, მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ნიღაბჩამოხსნილი, პროპუტინისტური რეჟიმი. ჩვენ გავხდით მოწმე იმისა თუ როგორ დაირაზმა ხელისუფლების ყველა შტო პუტინის დასაცავად და დააორგანიზა სწორედ ამ გემოვნების ინტერეს ჯგუფები და მიუქსია დამოუკიდებელ ტელეკომპანიას! გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, 28 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობაა სასწორზე შეგდებული“ -განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

banner
წინა სტატიაში“თქვენი მორიგი ლუსტრაციის ღამე იყო გუშინ, საგარეომ გადაუჯოკრა ჯანდაცვას…” – ელენე ხოშტარია რ2-ის საკითხზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება
შემდეგი სტატია„ეს გავეშებული ბრბო საიდან გაჩნდა?“ – ელისო კილაძე გაბუნიას განცხადებით აღშფოთებულებს მიმართავს