ხელისუფლების ერთიანი პოზიცია არ არსებობს

უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით ხელისუფლების პასიურობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ კუთხით დღევანდელ მთავრობას ერთიანი პოზიცია არ გააჩნია. ბაქრაძე ხელისუფლებას პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბებასა და ნატოსთან მიმართებაში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არა აქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია, თუ რას ვითხოვთ ნატოსგან და როგორ მივდივართ ვარშავის სამიტზე. არ შეიძლება, ყველაფერი იყოს მიშვებული ერთი ან ორი მინისტრის განცხადებებზე და არ შეიძლება, ყველაფერი იყოს მიშვებული დინებაზე, ვინაიდან დინება მხოლოდ დაგვაშორებს ნატო-ს და ვერაფრით ვერ დაგვაახლოვებს. ამიტომ პრობლემას მე ვხედავ იმაში, რომ ხელისუფლების ერთიანი პოზიცია არ არსებობს, მთავრობის ერთიანი ხედვა არ არსებობს და, შესაბამისად, მთავრობას, როგორც პასუხისმგებელს, დღემდე არ დაუწყია მოლაპარაკება და კონსულტაცია ჩვენს ძირითად პარტნიორებთან,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის აეროპორტში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
შემდეგი სტატიასავჩენკომ პოროშენკოს თხოვნის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა