ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მოწყობა- სუს-მა გამოძიება დაიწყო

მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
სუს-ის განცხადებით მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ.

შეგახსენებთ, ინტერნეტში გავრცელებულ ფარული ჩანაწერში რომლის ავთენტურობა ჯერჯერობით დაასტურებული არაა, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ს ლიდერები საარჩევნო გეგმებს განიხილავენ, მათ შორის რევოლუციურ სცენარსაც.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია აუდიოჩანაწერზე: ბუნებრივია, კანონის ფარგლებში გაეცემათ მათ პაუხი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: მარგინალური ძალა სიბინძურეების განხორციელებას ვერ შეძლებს, ამის გარანტი “ქართული ოცნებაა”