“ხელისუფლების ასარჩევია, დარჩებიან მარტო პარლამენტში, თუ დაიწყება დემოკრატიული პროცესი”

ხელისუფლებამ მესამე შეხვედრაზე უნდა მოიტანოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, გზამკვლევი, როგორ აპირებს ჩაატაროს არჩევნები, შეცვალოს ცესკო, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ დათმობას არ აპირებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ წევრმა, ანზორ ბიწაძემ განაცხადა.

როგორც ანზორ ბიწაძემ აღნიშნა, მთლიანად ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება.

„ხელისუფლების ასარჩევია, დარჩებიან მარტო პარლამენტში, თუ დაიწყება დემოკრატიული პროცესი და ახალ არჩევნებს მივიღებთ. 21 ნოემბერს იქნება ეს შეხვედრა, თუ 22-ში, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თეორიული შანსი არ არის, რომ ვინმემ მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა. ხელისუფლებამ მესამე შეხვედრაზე უნდა მოიტანოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, გზამკვლევი, როგორ აპირებს, ჩაატაროს არჩევნები, შეცვალოს ცესკო, როგორ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ დათმობას არ აპირებს. ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდი მცდელობა ჰქონდათ, საერთო ნაცნობები და კონტაქტები გამოეძებნათ სხვადასხვა არჩეულ წევრებთან, რომ დაეთანხმებინათ პარლამენტში შესვლაზე, მაგრამ უარი მიიღეს“, -განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – ახალი ამბავი არ არის, რომ სააკაშვილი დასავლურ ღირებულებებს უტევს
შემდეგი სტატიააშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ანზორ შარმაიძე საქმის გადახედვასა და დაზარალებულად ცნობას ითხოვს