ხელისუფლების ახალი მტაცებლური გეგმა

“არჩევნების გასაყალბებლად, ხალხისგან ფულის დამატებით წასაგლეჯად, “დამსხვრეული ოცნებების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამჯერად ტაქსისტებს დაუწესონ 1000 ლარიანი სალიცენზიო მოსაკრებელი. რის შედეგადაც, ათი-ათასობით თვითდასაქმებული დაკარგავს შემოსავალსა და ოჯახის რჩენის ერთადერთ წყაროს.” – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.
მისი განცხადებით, ლეიბორისტულ პარტიაში შეიქმნა ტაქსისტების დაცვის სპეციალური კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს მათი ინტერესების დაცვას და ასევე, ორგანიზებას გაუწევს ყველა აუცილებელ აქციას, რათა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს მტაცებლურ გეგმათა განხორციელება.

banner
წინა სტატიაში“ნატო მხარს უჭერს პროცესის მშვიდობიანი გზით მოგვარებას” – უილიამ ლაჰიუ ყარაბაღის მოვლენებს ეხმაურება
შემდეგი სტატიაკადიროვმა ასადთან შეხვედრა გადაწყვიტა