,,ხელისუფლებას უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვება ძვირად დაუჯდებ”

კაბელების საქმეზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს ირაკლი ალასანია. თავისუფალი დემოკრატების ლიდერის თქმით, ეს თემა არის ერთ-ერთი უმთავრესი ქართულ-ამერიკულ დიალოგში.

ალასანიას განცხადებით, პარტია არ შეწყვეტს საპროტესტო აქციებს უდანაშაულო პირების გათავისუფლებამდე.

“დიალოგში ქართულ-ამერიკულ მხარეს შორის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი. დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ დაანახოს ხელისუფლებას, უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვება ძვირად დაუჯდებათ პოლიტიკურად და ამას სჭირდება მოგვარება. მე ნაკლები აქცენტი მაქვს გადატანილი საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ჩვენი პარტია და ის მხარდამჭერები, რომელიც ჩვენ გვყავს, გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის პარტია ხვალ პირველ ყრილობას მართავს
შემდეგი სტატიამთავრობა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას დაამტკიცებს