ხელისუფლებას სურს საპატრიარქოში პროცესები მართოს და ამისთვის არაფერს ერიდება – რატიანი

“ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს ხელისუფლების ინტერესებს უკავშირებს.

,,საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების დაწყებისთანავე, საზოგადოებამ ცალსახად დაინახა, რომ ხელისუფლებას სურს იქ პროცესები მართოს და არ ერიდება არაფერს. ამ საქმეში პროკურატურა ძალიან ცუდად ერევა . ეს არის საბჭოთა ვნებები, როდესაც ხელისუფლებას სურს აკონტროლოს ყველა ინსტიტუტი, მათ შორის ეკლესიაც“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : არანაირი პრივილეგია არ არის ხალხის ნდობაზე მეტი
შემდეგი სტატიაალექსი ბატიაშვილი გომელაურის მოადგილედ დაინიშნა