ხელისუფლებას შეეყარა ხელისუფლების დაკარგვის შიში

ელენე ხოშტარია:

ხელისუფლებას შეეყარა ხელისუფლების დაკარგვის შიში, რამაც ჩააგდო უბრალოდ ისტერიკაში და მათ დაკარგეს რეალობის შეგრძნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ, აქციაზე განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე დღეს წარმოუდგენელი რამ მოხდა.

„ამ ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ასეთი სამართლებრივი, მორალური, პოლიტიკური უტიფრობის შედეგად, უბრალოდ მათ ხალხი მხარს აღარ უჭერს და უნდა წავიდეს სახლში. წარმოუდგენელია, რაც აქ ხდება. კალაძის მითითებებით დაწყებული, მართლაც საათობრივად მეც კი მიკვირს მათი საქციელი. ჯერ კალაძე გამოდის და მიუთითებს, რომ ნაძვის ხე უნდა დავდგა გაიწიე. წარმოუდგენელია, სამართლებრივად არ არსებობს ასეთი უფლება. კალაძე არ გასცემს უფლებას, ვინ სად გამოხატოს პროტესტი. ამის შემდეგ არასამთავრობოები უკვე მოდიან. გარდა იმისა, რომ ზაზა სარალიძეს დაუდგნენ გვერდში, მოდიან, რომ დაიცვან აზრის გამოხატვის თავისუფლება და პროტესტის თავისუფლება. ჩვენი აქცია პოლიტიკოსების არ არის. დავინახე, რომ პოლიციიის დიდი ჯგუფი ეჭიდავება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს კარვის ერთი ადგილიდან მეორეში გადმოტანაში. მართლა რაღაც უფსკრულისკენ მივდივართ. ხელისუფლებას შეეყარა ხელისუფლების დაკარგვის შიში, რამაც ჩააგდო უბრალოდ ისტერიკაში და მათ დაკარგეს რეალობის შეგრძნება. ეს ბრძოლა უბრალოდ გამორიცხულია, რომ ხელისუფლებამ მოიგოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძის და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიასკანდალი-ოპერაციის დაფინანსება საარჩევნო ხმების მობილიზების სანაცვლოდ