ხელისუფლებას შეცდომაში შეყავს საზოგადოება – სამოქალაქო სექტორი ე.წ. მოსმენების კანონზე საუბრობს

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორი მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს კიდევ ერთხელ განმარტავს.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ დოკუმენტი არ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ვფიქრობთ, რომ ეს არ ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პრაქტიკულად შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, რომ თითქოს იქმნება დამოუკიდებელი მოსმენების განმახორციელებელი სააგენტო. ამდენად, ჩვენთვის მიუღებელია ეს კანონი და ჩვენ ვემხრობით თუკი პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს,“ – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, ისინი კანონს ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის – ომბუდსმენი
შემდეგი სტატია“ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს და ვასრულებთ გადაწყვეტილებას”-ჩუგოშვილი “რ 2”-ზე