“ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება იმისთვის რომ გაიმარჯვოს, მით უმეტეს მთაწმინდაზე, არ სჭირდება”- გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას ვერავის შეუზღუდავს თუმცა კანონდარღვევაზე პოლიცია მყისიერად იმმოქმედებს. აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიამ ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც საარჩევნო უბნებზე ე.წ კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზებას ეხებოდა. გახარიას თქმით, ხელისუფლებას არჩევნებში გასამარჯვებლად, მით უმეტეს მთაწმინდაზე, კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ სჭირდება.

”ყველამ ვინც, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არ აქვს მნიშვნელობა ვის – არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მოქალაქეს, პოზიციას თუ ოპოზიციას, ყველა იქნება დასჯილი. ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება იმისთვის რომ გაიმარჯვოს, მით უმეტეს მთაწმინდაზე, არ სჭირდება,“- განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიამომრჩევლის მოსყიდვა, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, აქტივისტების მობილიზება – არასამთავრობოები არჩევნების მეორე ტურს აფასებენ
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა