ხელისუფლებას ისტერიული შემოტევა აქვს, იაზრებს, რომ “ლელოს” საპენსიო მოდელი ეფექტური და განხორციელებადია – გეგელია

ხელისუფლებას ახალი ისტერიული შემოტევა აქვს რადგან იაზრებს, რომ “ლელოს” საპენსიო მოდელი ეფექტური და განხორციელებადია – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია აცხადებს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ პირდაპირ აღიარა, რომ ქართული ეკონომიკა მათ მთლიანად მიაბეს რუსეთს:

ბოლო ისტერიკის ფარგლებში, რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ უკვე პირდაპირ აღიარა, რომ ქართული ეკონომიკა მათ მთლიანად მიაბეს რუსეთს და რომ, მათი აზრით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მხოლოდ რუსეთს შეუძლია.

სამწუხაროდ, ეს არამარტო ამ ხელისუფლების უმეცრებაზე მიუთუთებს, არამედ მათი პრო-რუსული მენტალობის კიდევ ერთი გამოხატულებაცაა.

დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომლის ამოცანაა გააღრმავოს რუსეთზე ქვეყნის დამოკიდებულება, რაც ჩვენს ეკონომიკას ასუსტებს და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის. დიახ, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ემსახურება ერთადერთი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებს და სწორედ ამ კურსს ატარებს დღეს “ქართული ოცნება”.

დღეს როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს, ხელისუფლების რუსული შფოთვები ორმაგად კომიკურია. საქართველოს არასოდეს ქონია წვდომა იმ მასშტაბის ეკონომიკურ სიკეთეებზე, რასაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა გვთავაზობს. ამიტომ ის, რომ რუსეთის დასანქცირებით საქართველოს ეკონომიკა დასუსტდება არის ტყუილი.

ლელომ იცის როგორ გამოიყენოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და როგორ შემოიტანოს ქვეყანაში ევროპული და ამერიკული ინვესტიციები. საქართველო შეუერთდება ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს და პარალელურად გამოიყენებს ევროკავშირის მიერ შექმნილ დამცავ მექამიზნებსა და ფონდებს, რაც ჩვენს ეკონომიკას დაზარალებისაგან დააზღვევს. ლელო მოიზიდავს დასავლურ ინვესტიციებს და გაზრდის ეკონომიკას ორნიშნა მაჩვენებლით.

არაკომპეტენტური, პრო-რუსი ხელისუფლება არც სანქციებს უერთდება და არც ევროპულ ფონდებს და ბაზარს არ იყენებს. ამ ხელისუფლებამ არ გამოიყენა არც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან. ნაცვლად იმისა, რომ ევროპასთან მეტი გვევაჭრა, 2016-2022 წლებში ევროკავშირთან ვაჭრობა განახევრდა და იმავე პერიოდში რუსეთთან ვაჭრობა გაორმაგდა.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება დგას რუსეთის სამსახურში, ხოლო “ლელო” ემსახურება ქართველ ხალხს. ჩვენ გავატარებთ სწორ საგარეო პოლიტიკურ კურსს, გავზრდით ეკონომიკას და მივაღწევთ 1000 ლარიან პენსიას”- აცხადებს გეგელია.

banner
წინა სტატიაშიგენერალ კრისტოფერ კავოლისთან განვიხილე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზა – პრეზიდენტი
შემდეგი სტატია„ვოენმეხის“ სტუდენტებს პეტერბურგში გარიცხვით დაემუქრნენ-„იქვე გავიარე“ აღარ გაგივათ