ხელისუფლებას იმდენად სერიოზული პრობლემები აქვს გუნდში, რომ ხალხისთვის არ სცალიათ

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებას იმდენად სერიოზული პრობლემები აქვს გუნდში, რომ ხალხისთვის არ სცალიათ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რიტორიკა ღარიბაშვილის რიტორიკისგან განსხვავდება, ქვეყნისთვის არაფერი იცვლება.

„იყო პრემიერი, რომელიც ლაპარაკობდა ძალიან გამაღიზიანებლად და ის საზოგადოებაში დაპირისპირებას იწვევდა და შედეგი არ იყო, გვყავს პრემიერი, რომელიც ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ შედეგი აქაც არ გვაქვს. ორი თვეა ჩვენ ვთხოვთ პრემიერს შეგვხდეს, დაგველაპარაკოს ეკონომიკურ პროგრამაზე, კრიმინალურ ზრდაზე და როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან, მაგრამ როგორც ჩანს იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ შიგნით, რომ არავის არ სცალია ხალხისთვის,“-განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიგაერომ უკრაინას მოუწოდა ყირიმის ბლოკადის მონაწილეები დააპატიმროს
შემდეგი სტატიასავჩენკომ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა