ხელისუფლებას აქვს მზადყოფნა კონკრეტულ პრობლემებზე იმუშაოს და გადაჭრის გზები მონახოს – სარჯველაძე

ხელისუფლებას აქვს მზადყოფნა კონკრეტულ პრობლემებზე იმუშაოს და მათი გადაჭრის გზები მონახოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, ვინმემ თქვას, რომ რასაც თავად მიიჩნევს პრობლემად, ყველა ვალდებულია მას დაეთანხმოს, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, პარლამენტში, სამუშაო ჯგუფების ფორმატში მიმდინარე პროცესი “უალტერნატივოდ სწორია“ და მას არ შეიძლება ალტერნატივა გააჩნდეს.

“გვაქვს განწყობა, რომ ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც ჩვენი კოლეგები ჩათვლიან, რომ მნიშვნელოვანია და აუცილებელია მასზე მსჯელობა, გვქონდეს დისკუსია და საკითხი განვიხილოთ. განხილვა გამოკვეთას, რა იქნება საუკეთესო გამოსავალი და გადაწყვეტა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად .

ვინმეს შეიძლება გარკვეული მოცემულობა მიაჩნდეს როგორც პრობლემა, ვიღაცას – არ მიაჩნდეს. ამასაც განხილვა და დისკუსია სჭირდება. ძალზედ მნიშვნელოვანია საკითხებზე დისკუსიის გახსნა – გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ იყოს ისეთი ფორმატი, რომელიც განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს ლაპარაკის და შეთანხმების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ გერმანიისგან სარაკეტო სისტემები და თვითმავალი ჰაუბიცები მიიღო
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა აშშ-ში კიბერდანაშაულთან ბრძოლის თემაზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს