თამარ ბელქანია: ხელისუფლებამ შეადგინა მისთვის საიმედო ხალხის სია, რომელსაც ენგურჰესის მანქანები დილიდან მოემსახურება

“ხელისუფლება, სავარაუდოდ, როგორც წინა არჩევნებზე ახლაც წალენჯიხა/ ფახულანში, საოკუპაციო გამსვლელ ხაზს ჩაკეტავს. გადმოსვლის შესაძლებლობა კვლავინდებურად მხოლოდ ენგურჰესის ავტობუსებით, ჰესის თანანშრომლებს შეეძლებათ. ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეებს ხმის მიცემა, ოცნების ხელისუფლების წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით ექნებათ. ხელისუფლებამ შეადგინა მისთვის საიმედო ხალხის სია, რომელსაც ენგურჰესის მანქანები დილიდან მოემსახურება.
დანარჩენთათვის ფახულანში საოკუპაციო ხაზი 26-ში დილიდან დაიხურება.
ასე იყო წინა არჩევნებზეც.
ენგურის ხიდი და ფახულანი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ხალხთათვის ერთადერთი გზაა ჩვენამდე მოსასვლელი და ხელისუფლება მათ ამ გზასაც უკეტავს.
მიეცით ამ ხალხს ხმის უფლება და გახსენით საოკუპაციო ხაზი!”-აცხადებს წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით საოკუპაციო ხაზთან მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი – ენგურის ხიდი ჩაიკეტება.

banner
წინა სტატიაში26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე
შემდეგი სტატიარუსთავში, ე.წ “სტამბულის ბაზარში”, 4 პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა