ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს უღალატა – კახა კინწურაშვილი

ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები მოატყუა, – ასე აფასებს მსახიობი კახა კინწურაშვილი პარლამენტრში რუსული კანონის შემობრუნებას. მისი თქმით, “ოცნება” ახლა საზოგადოების ორად გახლეჩვას ცდილობს, რაც ხალხმა არ უნდა დაუშვას.

“ყველაფერი ამოტივტივდა და ყველაფერი ლანგარზეა. დაიდო ასეთი პირობა, რომ აღარასდროს ამ კანონს არ მიუბრუნდებოდნენ და ეს არის შენი მოსახლეობის, შენი ამომრჩევლის, შენი თანამოქალაქეების ღალატი. იმ გაერთიანების შემდეგ, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, მთავარუ მუხტი, რაც ამდენი წელია ჩვენს საზოგადოებას არ ჰქონია, რომ გაგვაერთიანა ფეხბურთმა, ყველას ერთმანეთი უყვარდა, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და რაღაც სხვა იმედები გაჩნდა და ამ დროს ისევ გახლეჩვა საზოგადოების. მემგონი, რომ არ უნდა შევეგუოთ ამას. როდესაც ამ პროფესიაში მომუშავე ადამიანები მხარს უჭერენ სისტემას და სისტემის ხმით ლაპარაკობენ, ეს ძალიან სევდიანია, – ამბობს კახა კინწურაშვილი.

დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.

banner
წინა სტატიაშირომ საუბრობთ არასამთავრობოებზე, მედიაზე, ღარიბაშვილი წლების განმავლობაში იღებდა შავ ფულს – დეკანოიძე
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილს და “ევროოპტიმისტების” დეპუტატს ხატია დეკანოიძეს იურიდიიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ატოვებინებენ