“ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, იმის გამო, რომ გუშინდელ არჩევნებზე კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ მობილიზებული”- სერგი კაპანაძე

“ბატონი გახარია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდა, რომ თუკი სადმე ნახავდა უკანონო ნაბიჯს, თუკი სადმე ნახავდა, რომ იქნებოდნენ კრიმინალები, პოლიცია მოახდენდა მყისიერ რეაგირებას, მყისიერი რეაგირება კი არა, პირდაპირ იყო შეთამაშებული პოლიცია და ეს ძველი ბიჭები უბნებზე, ისინი პირდაპირ მოქმედებდნენ, ასე ვთქვათ, სიმბიოზით”- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

„ბატონი გახარია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის გუშინაც ამბობდა, რომ თუკი სადმე ნახავდა ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს, თუკი სადმე ნახავდა, რომ იქნებოდნენ კრიმინალები ან იქნებოდა ასეთი ტიპის ინცინდენტები, პოლიცია მოახდენდა მყისიერ რეაგირებას, მერე თავისი ტრადიციული „წერტილიც“ დააყოლა. მყისიერი რეაგირება კი არა, პირდაპირ იყო შეთამაშებული პოლიცია და ეს ძველი ბიჭები უბნებზე, ისინი პირდაპირ მოქმედებდნენ, ასე ვთქვათ, სიმბიოზით. ეს არის ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად კრიმინალი და ის მთავარი უწყება, რომელიც კრიმინალს უნდა ებრძოლოს, იცავს ხელისუფლების ინტერესებს, რაც ძალიან სახიფათოა. ამიტომ ჩვენ გვექნება მოთხოვნა, რომ ყველა ეს ადამიანი, რომელიც ამაში იღებდა მონაწილეობას იყოს დასჯილი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, იმის გამო, რომ გუშინდელ არჩევნებზე კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ მობილიზებული და შეინიშნებოდა მთელი რიგი ერთობლივი ქმედებები.

„როგორც ჩანს, ასე აპირებენ ისინი მომავალშიც არჩევნებზე ზემოქმედებას, მაგრამ მინდა მოსახლეობას მივმართო და მოვუწოდო, რომ ამის არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აგონიაში მყოფი ხელისუფლების ნაბიჯები. შეუძლებელია, რომ ხელისუფლება შეინარჩუნო კრიმინალებზე დაყრდნობით და იმის იმედად, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეები, რამდენიმე ასეული ლარის გამო იქნებიან ბოლომდე შენთან, ეს არის მათი ბოლო იმედი,“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების დროს ძალადობაზე და შანტაჟზე დასმულ შეკითხვას, თალაკვაძემ რუსთავი2-ის დადანაშაულებით უპასუხა
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : ნამდვილად ვერ მოვიპოვეთ საზოგადოების საკმარისი ნდობა, მაგრამ სხვა არჩევნებისთვის უკეთესად მოვემზადებით