“ხელისუფლებამ ორი რამით დაასაჩუქრა საზოგადოება, აღარ არის ფსიქოლოგიური ტერორი და ომის მოლოდი”

ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო გარემო არასოდეს ყოფილა, არავითარი დაძაბულობა საზოგადოებაში, რომ არა ქვეყნის გარედან წამოსული გარკვეული მუქარები, სრულ იდილიაში წარიმართებოდა არჩევნები. ამის შესახებ ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა პორტალ „ფოსტალიონთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ძალიან ბევრი აქვს სასაყვედურო ამ ხელისუფლებისადმი, მაგრამ მან ორი რამით დაასაჩუქრა საზოგადოება – ერთი, რომ აღარ არის ფსიქოლოგიური ტერორი და მეორე-აღარ არის ომის მოლოდი.

„რა თქმა უნდა, შეიქმნა გარკვეული დაძაბულობა, რომ ეს სიმშვიდე არ დაგვერღვეს… ერთია ეკონომიკური შეჭირვება, რომელიც ძალიან რთულია და მძიმეა, მაგრამ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ რომ აღარ ცხოვრობს ქვეყანა, ეს ცოტაა? ძალიან ძნელია ფინანსური პრობლემები, ძალიან ბევრი მაქვს სასაყვედურო ამ ხელისუფლებისადმი,მაგრამ მან ორი რამით დაასაჩუქრა საზოგადოება: ერთი, რომ აღარ არის ფსიქოლოგიური ტერორი და მეორე-აღარ არის ომის მოლოდი.ყველაფერი ხდება დიპლომატიური, მოლაპარაკებების გზით, არსებული ვითარებებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სიტუაციიდან გამომდინარე. შეიძლება ვიღაცამ ქვა გესროლოს, მაგრამ როგორც სახარებაშია, აიღო და ეს ქვა ასაშენებელი სახლის კუთხის ქვად დადო. ესაა დიპლომატია. ეს აუცილებლად მინდოდა მეთქვა“,-ამბობს ინტერვიუში ფსიქოლოგი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტი სამ წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებას
შემდეგი სტატია“ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა”