ნინო ჯანგირაშვილი: ხელისუფლებამ მიღაწია იმას, რომ GDS და რუსთავი 2-იც კი ერთ პოზიციაზე არიან

ყველა მაუწყებლისთვის ეს არის ტელეკომპანიის ძარცვა – ამის შესახებ ტელეკომპანია კავკაციის გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯანგირავილის თქმით, უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებული კანონპროექტი, ერთნაირად მიუღებელია ყველა ტელევიზიისთვის, რადგან დარტყმის ქვეშ აყენებს სატელევიზიო ბაზარს.

,,სამწუხაროდ დამკვიდრდა ეს ძალიან მანკიერი პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკოსები ჩვენს ქონებას ანაწილებენ ისე, რომ ჩვენ საერთოდ არ გვეკითხებიან. არც კი მოუსმენიათ ჩვენი აზრი. ეს იქნება დიდი ფინანსური დანაკარგები ჩენთვის და ეს იქნება დიდი უსიამოვნება მაყურებლისთვისაც, რომელც მოუწევს დაუსრულბელად რეკლამის ყურება.

მანკიერ პრაქტიკად იქც ისიც, რომ პოლიტიკოსები ამის ხარჯზე გარიგებებსაც კი აწარმოებენ და უფასო პოლიტიკური რეკლამა იქცა ისეთ აქტივად, რომლიითაც პარიტები ერთმანეთთან ვაჭრობენ. ეს ხდება ტელევიზიების ხარჯზე და ანგრევს სატელევიზიო ბაზარს. კანონის ეს ბოლო ვერისა კიდევ უფრო აუარესებს ვითარებას“ – აცხადებს ჯანგირაშვილი.

შევა თუ არა მედიის საერთო სარჩელი ამის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში, კავკასიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სასურველია თუ მედია მიაღწევს ამ თემის ირგვლივ კონსოლიდაციას.

,,იმდენად ყველა ტელეკომპანია ერთ აზრზეა, რომე ს ის შემთხვევაა, როცა ხელისუფლებამ მიღაწია, რომ უკვე GDS-ს და რუსთავი 2-იც კი ერთ აზრზე არიან, მოყოლებული კავკაცია ობიექტივი, მაესტრო და ა.შ. შესაბამისად, კარგი იქნება თუ ჩვენ მოვახერხებთ იმის ორგანიზებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ. ეს მახინჯი და კორუფციული პოლიტიკური პროცესი უნდა დასრულდეს. როცა არჩევნების წინ აღმოჩნდება, რომ ორი განსხვავებული პარტია არის ერთად და აქედან ერთმა მეორეს აჩუქა პარტია. არა მხოლოდ ჩუქნის, არამედ სხვა ქვეტექსტებიც არის. ეს არის კორუფციული პროცესი და ხელისუფლება უნდა მოეშვას ტელევიზიების ნგრევასაც და ამ არაჯანსაღ პროცესსაც უნდა ჰქონდეს დასასრული“ – ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.

banner
წინა სტატიაშინატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი რუსეთის მხრიდან საფრთხეებს ვერ ხედავს
შემდეგი სტატიატელეკომპანიების წარმომადგენლები პრეზიდენტის მრჩევლებს შეხვდნენ