ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებულიყო – ბრეგაძე

ყველა ნაბიჯი არის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული 12-ვე პუნქტის შესასრულებლად, დეპოლარიზაციას ჰყავს ორი მხარე, ერთი მხარე ვერც პოლარიზაციას მოახდენს და ვერც დეპოლარიზაციას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, დეპოლარიზაციაში ოპოზიციამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„ამ პუნქტის შესრულებაში, მათ შორის ოპოზიციამაც უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა და შეასრულოს ქმედითი როლი, რა თქმა უნდა, თუ მათი სურვილი წარმოადგენს იმას, რომ 12-ვე პუნქტი იყოს თავიდან ბოლომდე შესრულებული. მე გეტყვით იმას, რომ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ შესრულებულიყო 12-ვე პუნქტი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის მხრიდან ბოლო გაბრძოლებას ვხედავთ – მათი გემი იძირება, რომლითაც კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიათეონა ჭალიძემ სოციალური პროგრამების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების საკითხებზე მესამე სექტორთან შეხვედრა გამართა