ხელისუფლებამ ჰაიტის პრეზიდენტის სავარაუდო მკვლელები იპოვა

ჰაიტის სამართალდამცველებმა ოთხი დაქირავებული მკვლელის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის ჟოვენელ მოიზას მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიატნილი – ქვეყნის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ლეონ შარლმა განაცხადა.
მოიზი გუშინ საკუთარ რეზიდენციაში სასიკვდილოდ დაჭრეს, მისი მეუღლე მარტინიც მძიმედ დაიჭრა. აშშ-ში ჰაიტის ელჩმა ბოკჩიტ ედმონდმა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირველი ლედი გარდაიცვალა უარყო. დიპლომატმა მის მდგომარეობას კრიტიკული, მაგრამ სტაბილური უწოდა.

პრეზიდენტზე თავდასხმის შესახებ რამდენიმე დეტალი უკვე ცნობილია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კლოდ ჟოზეფმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები უცხოელები იყვნენ და საუბრობდნენ ინგლისურად და ესპანურად. მან, ასევე თქვა, რომ თავდამსხმელებმა საკუთარი თავი წარადგინეს, როგორც აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) აგენტები, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ არ სჯერა მათი სიტყვების. აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა მომხდართან აშშ-ს რაიმე სახით კავშირი უარყო.
მეზობელი დომინიკის რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელთა ჯგუფი ოთხი კოლუმბიელისგან და სამი ვენესუალელისგან შედგებოდა, რომლებიც ჰაიტის ნარკო-დაჯგუფების წევრები იყვნენ.

ჰაიტი მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ქვეყნის 4,4 მილიონი მოსახლე მხოლოდდამხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების იმედზეა.

banner
წინა სტატიაში11 ივლისს მზიურის პარკში წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება
შემდეგი სტატიაყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად ჩანაცვლდება