ხელისუფლებამ გაზარდა რუსეთზე დამოკიდებულება და მეორეს მხრივ, ჰესებსაც ვერ აშენებს — კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ევროპული ბანკების განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნენსკრა ჰესი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

სერგი კაპანაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გაზარდა რუსულ ენერგო პროდუქტზე დამოკიდებულება და ამასთან, ჰესების აშენების სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქართლი ოცნება საქართველოს მძიმე უფსკრულისაკენ მიაქანებს, რომლის შეცვლასაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

“ეს დასკვნა არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, თუ როგორი არაკომპეტენტური ხელისუფლება გვყავს, რომელსაც არანაირი ხედვა არ გააჩნია ქვეყანა როგორ წაიყვანოს წინ. ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვიცით, უნდა გვქონდეს ენერგოდამოუკიდებლობა, უნდა გვქონდეს ჰესები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ ვიყოთ სხვაზე დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ გაზარდა რუსეთზე დამოკიდებულება და მეორე მხრივ, როგორც ჩანს ჰესებსაც ვერ აშენებს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ მიგვაქანებს უფსკრულისაკენ და ამ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომელშიც ვართ, ის არათუ დაძლევს ამას, არამედ კიდევ უფრო გააღრმავებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები ოქტომბრის არჩევნებზე”, — განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის – „თბილისელი ბიჭები“ განსათავსებლად კონკურსს აცხადებს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრი : მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ საყოველთაო მობილიზება ჩვენი მოქალაქეების, რომ ერთობლივად დავამარცხოთ ეს უხილავი მტერი