“ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არ დაუშვას”

დემოკრატიული მოძრაობის„ წევრი გიორგი ახლედიანი აცხადებს, რომ ასეთი ახლომხედველური დამოკიდებულების მქონე ხელისუფლება საქართველოში როდის იყო ან როდის იქნება, ძნელი სათქმელია.

“დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ ყველაფრის თავი და თავი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში არსებული მანკიერება და უსამართლობაა.

“ხელისუფლებამ ჩახსნა სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი, ბარიერის დაწევის პერსპექტივა და კვალიფიციური სუბიექტისათვის გადასალახი ბარიერის 2 %-მდე დაწევა შემოგვთავაზა. ბარიერის დაწევა უმნიშვნელო საკითხი არ არის, რადგანაც ის მცირეპროცენტიანი პოლიტიკური პარტიის მდგომარეობას გააუმჯობესებს, მაგრამ 5-10 პარტიის მდგომარეობის გაუმჯობესება გარემოს გაუმჯობესება არ არის. გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა სისტემის შეცვლას შეუძლია”,- განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, საარჩევნო ცვლილების გარეშე არც ერთი პოლიტიკური პარტია მზად არ არის, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ აღებ-მიცემობის პროცესში ივაჭროს.

banner
წინა სტატიაში“მთავრობის ნებაა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზა, რაც შეიძლება დამოკლდეს“
შემდეგი სტატია( video) ხალხის რექცია “არჩევანში”-ფოთი