ხელისუფლებამ აქტიურად უნდა მოიძიოს ინსტრუმენტები, რათა მალე გამოიხსნას გახელაძე საოკუპაციო რეჟიმისაგან – წერეთელი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება ზაზა გახელაძის საქმის მიმართ.
წერეთლის თქმით, გახელაძის საქმე არის დიდი ჯაჭვი იმ მძიმე ციკლის, როცა საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ როგორც უნდათ, ხოლო ხელისუფლების მხრიდან არანაირი მოქმედება არ არის.
წერეთელმა აღნიშნა, რომ ის მძიმე ყოფა, რომელიც საოკუპაციო ხაზზე მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს აქვთ, აბსოლიტურად მოუთმენელია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქეა საპატიმროში, ძალიან დრამატულად განვითარდა მისი ბედი, რადგან ის ჯერ დაჭერილი იყო, შემდეგ ე.წ სასამართლომ მიუსაჯა 12 წელი, თუმცა ეს არის ნაწილი დიდი ჯაჭვის, მძიმე ციკლის, როცა ჩვენ მოქალაქეებს აპატიმრებენ როგორც უნდათ, სასამართლოს ატარებენ როგორც უნდათ და პრაქტიკულად, არანაირი მოქმედება არ არის და ხელისუფლება უნდა ეძებოს, ნახოს და აქტიურად მოიძიოს ინსტრუმენტები, ეს სპეცსამსახური იქნება, საერთაშორისო ზეწოლა თუ რაღაც პირდაპირი კავშირები.
ყოველ შემთხვევაში, ასეთი მძიმე ბედი, დისკრიმინაცია და მძიმე ყოფა ჩვენი მოქალაქეების საოკუპაციო ხაზზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, რათქმაუნდა, არის აბსოლიტურად მოუთმენელი.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ხმალაძე: მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაკის პარკში არ მივიღოთ სასტუმრო
შემდეგი სტატიალაშა დარსალია ზაზა გახელაძეზე: ეს არის რუსეთის პროვოკაცია და ჰიბრიდული ომის ნაწილი