“ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კენჭისყრის შედეგებზე კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მმართველი გუნდი დიდ რეპუტაციურ რისკზე წავიდა და როგორც ხელისუფლების იმიჯი, ასევე სასამართლოს ნდობაც დააზიანეს.

“ხელისუფლება წავიდა ძალიან დიდ რეპუტაციულ რისკზე, დააზიანა საკუთარი იმიჯი, სასამართლოს ნდობა ამ ნაბიჯით, რომ დაამტკიცა 14 მოსამართლე.

ფაქტობრივად, ასეთი რამ არცერთ ხელისუფლებას საქართველოში არ გაუკეთებია, რომ ერთბაშად, ერთი ნაბიჯით ამდენი მოსამართლე გადაესხა უზენაეს სასამართლოში. ეს ნიშნავს „ოცნების“ მხრიდან უზენაეს სასამართლოს სრული კონტროლის დაწყებას. მათ ყველა პალატაში ეყოლებათ მოსამართლეები, ყველა გადაწყვეტილების პულსზე ეჭირებათ ხელი,” – აღნიშნა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძემ უზენაეს სასამართლოსთან გვირგვინი მიიტანა
შემდეგი სტატიამოძრაობა „გაბედე“ – სტუდენტებს ატყუებენ, რომ ხვალ ევროკავშირის ღონისძიებაა