ხელისუფლება უფრო ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, კურიერისპირდაპირ ეთერში ფრიდომ ჰაუსიის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებზე საუბრობს.

მისი თქმით, რუსთავი2-ის საქმე იყო რეზონანსული საქმე ზოგადად 2015 წლის საქართველოში, რის გამოც ის მოხვდა ორივე გამოქვეყნებულ ანგარიშში.

“ბუნებრივია, რომ რუსთავი2-ის საქმე მოხვდა ორივე ანგარიშში იმიტომ, რომ ეს იყო უფრო რეზონანსული საქმე ზოგადად 2015 წლის საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მედიის თავისუფლების და მედიაგარემოს შეფასების თვალსაზრისით, ასევე სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებისთვის იყო მნიშვნელოვანი ტესტი, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. ხელისუფლება უფრო ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებს,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხარუხიკო კავაგუჩი: სიყვარული პოლიეთილენში
შემდეგი სტატიაირანი და თურქეთი თანამშრომლობას აღრმავებენ