„ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს ზურაბიშვილი შეგნებულად ხომ არ ქმნის ნიადაგს, საქართველოს ხელისუფლების გადატრიალებისთვის“ – ხათუნა ლაგაზიძე

იზიარებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციას – საუბარია დონალდ ტრამპის „ტვიტზე“ რომელშიც, ტრამპი ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ოფიციალურ „ტვიტერ“- გვერდზე კი აღნიშნული პოსტი გაზიარდა.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ მომხდარი სერიოზული შესწავლის საგანი უნდა აგხდეს და მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშრებით, საკმარისი არ არის:

„ეს არის სპეციალური გამოკვლევის საგანი. ეს არ არის რიგითი სკანდალი, რომელიც შეიძლება პრეზიდენტის, ბარდაგად ქცეული ადმინისტრაციის განმარტებებით შემოიფარგლოს. ამას სჭირდება სასწრაფო რეაგირება არა მარტო საზოგადოების, არამედ პარლამენტის მხრიდან და მთავრობის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლების ადგილზე მე დავფიქრდებოდი, სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად ხომ არ ქმნის ნიადაგს, საქართველოს ხელისუფლების გადატრიალებისთვის,“-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი: “იბიომატ” 21-ე საუკუნეა უკვე…
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელს ხვდებიან