ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს – გოგი ხოშტარიას მიმართვა აშშ-ის საელჩოს და სახდეპს

“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია აშშ-ის სახელმწიფო დაპარტამენტს, ამერიკის საელჩოს საქართველოში და Human Rights Watch-ის ჰელმანისა და ჰამეტის ფონდის წარმომადგენლობას მიმართავს.

“როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობის ერთ-ერთი პირველი გამკვალავი, როგორც კეთილი ნების ადამიანი, თავს მოვალედ ვთვლი, განვაცხადო საქართველოში შექმნილ მწავე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით:

ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ამის ერთ-ერთი აღმაშფოთებელი გამოვლენაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. დარწმუნებული ვარ, არ დარჩებით გულგრილნი და, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღებთ შესაბამის ზომებს საყოველთაო ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ,” – ნათქვამია გოგი ხოშტარიას მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – ქვეყნის ლიდერები პირველ ადგილზე მოსახლეობის ინტერესებს თუ დააყენებენ, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრულის დასაწყისი
შემდეგი სტატიასუბარი – როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას „შუმოკი“ არ უნახავს, რამდენიმე პატიმრის შეძახილი თუ იყო, ცუდია, მაგრამ ზეწოლად ვერ ჩაითვლება