ხელისუფლება უარს ამბობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის ბრიფინგი

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მიზნით, წინა მოწვევის პარლამენტში ინიცირებული და განხილული კანონპროექტი, პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრაზე დააყენოს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება უარს ამბობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე.

„ყველა კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, იმ პარტიებს, რომლებიც დღეს პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი, მაგრამ ეწევიან ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობას, მიგვაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ, შარშან, 200 000-ზე მეტი ხელმოწერით შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც სწორედ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ისახავს მიზნად. ეს კანონპროექტი განხილული იყო როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარულ სხდომაზეც, რომელიც კენჭისყრამდეა მისული. მეცხრე მოწვევის პარლამენტმა დღის წესრიგში უნდა ჩასვას აღნიშნული საკითხი, რომელსაც ჩვენ კენჭი უნდა ვუყაროთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქართულმა მხარემ ორ ქვეყანას შორის საბაჟო ადმინისტრირების შესახებ მუშაობა დაასრულა
შემდეგი სტატიამანანა კობახიძეს ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს