„ხელისუფლება შეერწყა მთლიანად კრიმინალს“ – გია ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები არჩევნების დღემდე გაყალბების სამი მეთოდით გააყალბა.

„პირველი არის დაშინების, მეორე მეთოდი არის, ასე ვთქვათ, სოციალური სარგებლის და სიკეთის მოტანასთან დაკავშირებული. საარჩევნო დღე ხასიათდებოდა მთელი რიგი დარღვევებით. იყო ძალადობის ფაქტებიც. მნიშვნელოვანწილად პრაქტიკულად ისე ჩატარდა, როგორც ზუგდიდსა თუ სხვა ოლქებში. ვგულისხმობ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები ძირითადად გააყალბა არჩევნების დღემდე. ეს არის არჩევნების გაყალბების სამი მეთოდი. პირველი არის დაშინების, მეორე მეთოდი არის, ასე ვთქვათ, სოციალური სარგებლის და სიკეთის მოტანასთან დაკავშირებული. დაშინების მეორე მეთოდი, რომელიც აქამდე არ ყოფილა საქართველოში, არის ის, რომ ხელისუფლება შეერწყა მთლიანად კრიმინალს. არავისთვის არაა უცხო და ახალი ამბავი, რომ კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები, ქურდული სამყარო, შავები ძველი ბიჭები და ე.წ. „ნასედკები“ წინააღმდეგი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ ხელისუფლების რომელიც ებრძოდა კრიმინალებს. მათ იციან, რომ იმ ძალას, რომელიც ივანიშვილს ებრძვის, უნდა რაღაცნაირად დაუპირისპირდნენ და ივანიშვილი შეინარჩუნონ. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ე.წ. ძველი ბიჭები, შავები, ჩაცუცქულები ჩნდებიან პირდაპირ საარჩევნო სქემაში, სადაც პირდაპირ ჩართულები არიან როგორც კოორდინატორები და იმ ადამიანებზე „მუშაობენ“, რომლებსაც ხელისუფლება ვერაფერს უშვება. მესამე მეთოდი კი არის სოციალური სარგებლის და ბენეფიტების დაპირება ან მისი მოხსნის მუქარა“, – განაცხადა გია ბარამიძემ გადაცემა „360 გრადუსში“.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის კაბალური ხელშეკრულება ნენსკრა ჰესთან კონტრაქტის მიხედვით, პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში $60 მლნ-ით აზარალებს
შემდეგი სტატიათბილისის დროშა და გერბი იცვლება