ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს

ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ეს შეცდომები არის არამარტო პოლიტიკური, არამედ მორალური ხასიათის, – ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

„როგორ შეიძლება, შვილმკვდარ მშობლებს დაუპირისპირო სხვა შვილმკვდარი მშობლები. ხელისუფლება პასუხისმგებელია ამ ამბებზე. როგორც ჩანს, კალაძის ოფიციალური ვერსია ხომ ეგ არის, რომ თურმე ნაძვის ხეს აპირებს, და ამიტომ, მოდი, გაიწიეთ, ჩაიჩოჩეთ, ეუბნება ზაზა სარალიძეს“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე არასამთავრობოების ნაწილის ორგანიზებით, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი: არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კარვის გაშლას
შემდეგი სტატიახელისუფლების შიში ძალიან ნათელია, ებღაუჭებიან ძალაუფლებას, ხვდებიან, რომ მათ ძალაუფლებას წყალი შეუდგა