ხელისუფლება სააკაშვილის რუსთავში გადაყვანას გეგმავს

ხელისუფლება მიხეილ საკაშვილის ისევ რუსთავის ციხეში გადაყვანს გეგმავს. სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა ექიმებმა გორის ჰოსპიტალი ცოტა ხნის წინ დატოვეს. ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

მედიკოსების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სახელმწიფო კონსილიუმის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ვიზიტი 5 დღეში ერთხელ განახორციელონ, თუმცა, მათი განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში ეს სიხშირე გადაიხედება.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში გადაყვანას დააპირებს, თანხმობა მან როგორც სახელმწიფო , ასევე ალტერნატიული კონსილიუმისა და სააკაშვილის პირადი ექიმისგან, ნიკოლოზ ყიფშიძისგან, უნდა მიიღოს.

ცოტა ხნის წინ გორის ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია და ვაჟი, ნიკოლოზ სააკაშვილი, შევიდნენ.

banner
წინა სტატიაშიკულება: ნატო-ს, უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობაში რუსეთს არაფერი ესაქმება
შემდეგი სტატიაწულუკიანი არმაზ ახვლედიანს: თქვენ რომ ჩვენი პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყავით, რა იყო თქვენი მთავარი მიღწევა, რომ საკუთარ თავს მანქანა უყიდეთ. რა მიღწევები გქონდათ თქვენ „ქართულ ოცნებაში“?