29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

„ხელისუფლება რუსულ ფლანგზე მონოპოლიას ინარჩუნებს“ – ბექა კობახიძე პრორუსი აქტივისტების დაკავებებზე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში პრორუსულად განწყობილი პირების დაკავებას შიდაპოლიტიკური კონკურენციის განეიტრალების მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ ეს არ არის დასავლური კურსისკენ შემობრუნების ნიშანი.

ბექა კობახიძის მოსაზრებით, მმართველ გუნდს არ სურს, რუსეთის მხარდამჭერ სეგმენტში ალტერნატიული, მათზე უფრო რადიკალური პოლიტიკური პოლუსი შეიქმნას, რათა მოსკოვის თვალში კვლავ თავად დარჩნენ ყველაზე „სასარგებლო“ და კონტროლირებად ძალად.

საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კობახიძე არაერთ კითხვას სვამს და მიმდინარე პროცესებს აანალიზებს:

„რატომ დაიჭირეს რუსი გულბაათ რცხილაძე? მანამდე რატომ დაიჭირეს რუსი გიორგი კანდელაკი? რატომ დაიჭირეს „მიხეილ უკრაინოლოგი“? რატომ გაიქცა მოსკოვში ნიკოლოზ მჟავანაძე? რატომ აღძრეს საქმე რომანოვ-ფარცხალაძეზე? რატომ გაუუქმეს „ალტ-ინფოს“ საარჩევნო რეგისტრაცია? რატომ გამოჰყავთ რუსებს და ალაპარაკებენ იგორ გიორგაძეს, ვინმე მამუკა ფიფიას და სხვებს?“ – წერს ისტორიკოსი.

ბექა კობახიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამ მოვლენას „თამაშად“ აღიქვამს, სინამდვილეში ხელისუფლება თანმიმდევრულად მოქმედებს, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება და მონოპოლია პრორუსულ ველზე. მისივე თქმით, ხელისუფლებას „ერთი ადგილი“ რომ ჰქონდეს, ამ ფაქტებს ანტირუსული პროპაგანდისთვის გამოიყენებდა, თუმცა რეალობა სხვაგვარია.

banner
წინა სტატიაში“ხორცის ფასის მატება დეფიციტის ბრალია” – ახალგაზრდა ფერმერი პრობლემის მიზეზებზე საუბრობს
შემდეგი სტატიარას ითხოვს მოსკოვი? – კობახიძე ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მიღმა არსებულ საფრთხეებზე საუბრობს