ხელისუფლება რუსეთთან ქედის მოხრით არ საუბრობს – გია ვოლსკი

გრიგორი კარასინის მუქარის შემცველ გზავნილებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ეხმაურება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს ნატოში შესაძლო დაჩქარებულ გაწევრიანებას „დამღუპველი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთს, აშშ–ს სახელმწიფო მდივნის “ტონი” არ მოსწონს.

გია ვოლსკის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება რუსეთთან ქედის მოხრით არ საუბრობს. დეპუტატმა ოპონენტების განცხადებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არც თავის მოხრა და არც „ბაქიბუქი“ რუსეთთან ურთიერთობაში სარგებლის მომტანი არ იქნება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს, შესაბამისად, ხელისუფლებას შემრიგებლური ურთიერთობა არ ექნება ჩრდილოელ მეზობელთან.

მისივე განცხადებით, საქართველოს დასავლური კურსი აქვს არჩეული.

banner
წინა სტატიაშიკარასინმა ფაქტობრივად კიდევ ერთხელ თითი დაუქნია ჩვენს ქვეყანას – სამადაშვილი
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი : ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონიდან, გასულ თვეებში ერთი მილიონიც ვერ აითვისა