„ხელისუფლება, რომელიც ვერ გრძნობს რეალობას, საფრთხის ქვეშ არის“ – ბაჩუკი ქარდავა პრემიერის წერილზე

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, გიორგი კვირიკაშვილის წერილს „თავის მართლების უსუსურ მცდელობად აფასებენ“.

საუბარია გიორგი კვირიკაშვილის წერილზე ევროპარლამენტარებისადმი, სადაც იგი შეშფოთებას გამოთქვამს ევროპარლამენტარების მხრიდან გამოხატულ უკმაყოფილებაზე საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით:

„გააოცეს ევროპა თავიანთი დემოკრატიით და ახლა თავად არიან გაოცებული, რატომ არის ევროპა განწყობილი საქართველოს მიმართ, როგორც დემოკრატიის საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნის, ეს რეალობაა დღეს და ხელისუფლება, რომელიც ვერ გრძნობს რეალობას, რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება მის გარეთ, რა დამოკიდებულება საზოგადოების ან თუნდაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ის ხელისუფლება დიდი საფრთხის ქვეშ არის“, – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია : „კვირიკაშვილმა ევროპარლამენტარებს სამარცხვინო ფორმით უპასუხა და მეტად დააზიანა ქვეყნის რეპუტაცია“
შემდეგი სტატია70-მდე დაზარალებული ოჯახი და დაშავებული სამი მაშველი-ხანძარი კლდიაშვილის ქუჩაზე