“ხელისუფლება, რომელიც უსმენს ხალხს” – წულუკიანი კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას აფასებს

იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს პასუხობს

“ხელისუფლება, რომელიც უსმენს ხალხს,” – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ეს იყო რეაქცია საზოგადოების წინააღმდეგობაზე.

„ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უსმენს ხალხს, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მრავალჯერ აჩვენა, რომ, როდესაც ხალხისგან იყო ხოლმე მწვავე რეაქცია ნებისმიერ საკითხზე, არა მხოლოდ სხვა საკითხზე, აქეთ დგას ჩვენი ხელისუფლება, რომელიც არის რეაქციის მქონე. ჩვენ ადრე გვყავდა ხელისუფლება, რომელიც არ იყო რეაქციის მქონე, რაც არ უნდა პროტესტი გამოგეთქვა, რეაგირება იყო ნული. ეს არის აბსოლუტურად სხვა სტილი მმართველობის, ხშირად ზოგიერთი ოპონენტი ამას სისუსტეშიც გვითვლის და სინამდვილეში ეს არის დემოკრატიულობა და არა სისუსტე,“ – განაცხადა წულუკიანმა.

კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გამოწვევის შესახებ ცნობილი ხელისუფლების და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა რურუა პატრიარქს ხვდებიან
შემდეგი სტატიაძიძიგურის შახტში პროტესტის ნიშნად დარჩენილმა მეშახტეებმა აქცია შეწყვიტეს