“ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებზე გადავიდა” – ოპოზიციის ლიდერების ერთობლივი ბრიფინგი ოქრუაშვილის პარტიის ოფისში

ოპოზიციური პარტიების ლიდერები „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში ერთობლივ განცხადებას აკეთებენ, მათი თქმით ხელისუფლების განცხადება, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დანაშაულთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება არსებობს სრული სიცრუეა და ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებზე გადავიდა:

„ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რუსული საოკუპაციო ძალის პარლამენტში დასმით გამოწვეული პოლიტიკური რეპრესია. ხელისუფლება ცდილობს ანტისაოკუპაციო მიტინგის ძალადობრივი გზით დარბევის რასაც ადამიანების დასახიჩრება მოჰყვა, გადაფაროს ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მიმართ ბრალდებების შეთხზვით და დაკავებით.“- განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ.

კემულარიას თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს მხოლოდ მას შემდეგ რაც დადასტურდა, რომ რუსთავი2-ის 100% სწორედ მას ეკუთვნის. კემულარიას თქმით, ნათელია, რომ ოქრუაშვილი დაკავებულია მისი მკვეთრი პოლიტიკური განცხადებების გამო და მომავალში რუსთავი2-ის დახურვის მიზნით.

კემულარიას განცხადებით, პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადება, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან მიმართებაში ყველაფერი ნათელია, ნიშნავს იმას რომ მან უკარნახა საგამოძიებო ორგანოებს რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ მკაცრი ზომები იქნეს გატარებული.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) თიბისი ბანკის ჯგუფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“რომანოვების სასახლეში” შესვლისათვის გადასახადი დაწესდა