ხელისუფლება პარტნიორებს ეუბნება, უნდა გაგვისწოროთ, რეჟიმს უნდა შეეგუოთ და შეიძლება რაღაც გადმოგიგდოთო, ხოლო ოპოზიციას, რაღაცას გადმოგიგდებთ და თქვენ გაგვიტარეთ, რომ ოლიგარქი მართავს ქვეყანასო – ბოკერია

ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ბოდვა გრძელდება. აღწერაც კი ძნელია, რა გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩვენს პარტნიორებს ეუბნება, თუ საქართველოსთვის კარგი გინდათ, უნდა გაგვისწოროთ, ჩვენს რეჟიმს უნდა შეეგუოთ და მაშინ შეიძლება რაღაც გადმოგიგდოთ. ასევე ოპოზიციასაც ეუბნება, რომ რაღაცას გადმოგიგდებთ და თქვენ გაგვიტარეთ, რომ ოლიგარქი მართავს ქვეყანასო, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ვერ ხვდება, რომ ქვეყნის ტრანსფორმაცია და თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ასე არ ხდება.

„ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ, რაც გამოიხატება იმაში, რომ იმ ფონზე, როცა გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც ესმის, რომ საქართველოს ევროპული, თავისუფალი, უსაფრთხო მომავალი ივანიშვილის რეჟიმთან შეუთავსებელია, ეს რაოდენობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. იმ ზღვარს უნდა მივაღწიოთ, როცა არჩევნების გზით იძულებული იქნება შეეგუოს ძალაუფლების დათმობას და ეს ყველაფერი ცუდი სიზმარივით წყალს უნდა გავატანოთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ დაასრულებს პოლარიზაციას, მაგრამ პოლარიზაცია შეიძლება არ დასრულდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამის მაგალითია, როგორ გამოაბუნძულეს ლევან ბეჟაშვილი თანაპარტიელებმა შეხვედრიდან – იონათამიშვილი
შემდეგი სტატიარუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაზე თავდასხმებზე “პაუზას” აანონსებს