„ხელისუფლება მხოლოდ ახლა დაიწყო ვაქცინაციის წახალისება ჩვენ ამ ხედვას და მექნიზმებს აგვისტოდან ვთავაზობდით ხელისუფლებას, თუმცა მათ მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებით იმოქმედეს – გიგი წერეთელი

„ხელისუფლებას ჯერ კიდევ აგვისტოში ვთხოვეთ და მოვთხოვეთ, რომ დაემუშავებინათ და შეეთავაზებინათ მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის საგადასახადო და ფინანსური წახალისების მექანიზმები, სამწუხაროდ ეს არ გაკეთდა და ახლა ვისმენთ ხელისუფლების წევრების მხრიდან ეს რომ გაკეთებულიყო ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდითო, ეს აღიარება და სიმართლის თქმა შეიძლება კარგია მაგრამ, ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მოაქვს უამრავი ადამიანისთვის ფატალური შედეგი და ოჯახბისთვის ტრაგედია,ეს არის დანაშაული.“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა გამართულ ბრიფინგზე.
„საქართველოში ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ქვეყნის მასშტაბისთვის, სამწუხაროდ ამ რიცხვებით ჩვენ ვართ ლიდერები ბევრ ქვეყანას შორის, ჩვენ მოვისმინეთ ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ წამახალისებელი მექანიზმები რომ ამოქმედებულიყო გარკვეული კატეგორიისთვის ,60 წელს ზევით ადამიანებისთვის თვეებით ადრე, ჩვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდითო. გასაგებია ეს აღიარება, მაგრამ სამწუხაროა ხელისუფლების პოლიტიკა, რომელსაც არ უნდა გაიგოს სხვისი აზრი, შეთავაზება და რეკომენდაცია, მაგალითისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში, ხელისუფლებას შევთავაზეთ 3 კონკრეტული ნაბიჯი, პირველი ეს იყო მასობრიბი ვაქცინაციის რიცხვის გაზრდა, კამპანია და მობილური ჯგუფების შექმნა, მეორე ეს არის გარკვეულ კატეგორიებში: საჯარო მოხელეებში, პედაგოგებში, განათლების, სატრანსპორტო სფეროებში დასაქმებულთათვის სავალდებულო ვაქცონაცია ან სისტემატური ტესტირება და მესამე, რომელზეც მინდა, რომ გავამახვილო ყურადღება ეს იყო სწორედ წამახალისებელი მექანიზმები, როგორც ფულადი ასევე საგადასახადო. მაგალითად, პედაგოგებისთვის 3 თვით საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, ტაქსის მძღოლებისთვის ლიცენზიის გადასახადისგან გათავისუფლება, სხვების პარკირების გადასახადისგან გათავისუფლება, ეს ყველაფერი ვთხოვეთ, რომ დაემუშავებინათ და შეეთავაზებინათ მოქალაქეებისთვის. სამწუხაროდ ეს არ გაკეთდა და ახლა ვისმენთ ხელისუფლების წევრების მხრიდან , ეს პროცესი თვეებით ადრე რომ დაწყებულიყო , ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდითო. ეს აღიარება და სიმართლის თქმა შეიძლება კარგია , მაგრამ, ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მოაქვს უამრავი ადამიანისთვის ფატალური შედეგი და ოჯახებისთვის ტრაგედია, ეს არის დანაშაული.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში„კოვიდის გადატანის შემთხვევაში უვადო მწვანე პასპორტის საკითხი არ ემყარება სამედიცინო მტკიცებულებებს, არამედ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს”- გიგი წერეთელი
შემდეგი სტატია„გვაქვს ორი მოცემულობა, რომ გყავს პოლიტპატიმარი სააკაშვილი და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ეს მოდელი აბსოლუტურად შესაცვლელია“ – გიგი წერეთელი