“ხელისუფლება მასწავლებლებს შეხვედრებზე იძულების წესით მიერეკება”- სალომე სამადაშვილი

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ წარმომადგენლები „ქორთიარდ მარიოტში“ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდებიან. NDI-ის წარმომადგენლებთან საპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და პარტიების დაფინანსების არათანაბარ პირობებზე ისაუბრებენ.

„ჩვენ დარღვევების მთელი ნუსხა გვაქვს, რომელიც დაგროვდა გასული თეების მანძილზე. ქვეყანაში დღეს არ არსებობს კონკურენტუნარიანი და სამართლიანი პოლიტიკური შეჯიბრისთვის აუცილებელი ვითრება. ხელისუფლება ბაღების, სკოლების მასწავლებლებს შეხვედრებზე იძულების წესით მიერეკება. საარჩევნო ადმინისტრაციაში ისევ ხდება პოლიტიკური ნიშნით დანიშნული ადამიანების მივლენა იმისთვის, რომ მათ ის დაკვეთა მიიღონ, რომელსაც შესაბამისი ზემდგომი უწყებებისგან მიიღებენ,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივეძებთ გზებს, რომ სრულად მოხდეს გამოკითხვა იმ 31 ადამიანის, სადაც გვაქვს კითხვები შემოსავლის წყაროებთან დაკავშირებით – ირაკლი მექვაბიშვილი
შემდეგი სტატიანიდერლანდებისთვის „ბუკის“ რაკეტის გადაცემა- მთავარი პროკურატურის განცხადება