ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა მოეხდინა საქართველოს დისტანცირება ევროკავშირისგან და მიზანს მიაღწია – საზოგადოებამ უნდა შემოატრიალოს პროცესი და საქართველო კვლავ ევროპისკენ მიმავალ გზაზე დააყენოს – გამყრელიძე

სამწუხაროა, რომ ევროკომისიის სავალალო დასკვნა, ჩვენ გამოგვარჩევს როგორც ასოცირების სამეულიდან ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, რომელსაც ჯერ არ ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესშია, რომ საქართველო არ შედის ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციების ქვეყნების სიაში.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი არის მოქმედი ხელისუფლების შეცვლა.

„ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის რეკომენდაციების იმ ჩამონათვალის შესრულება, რაც წაუყენა ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ამ ხელისუფლების პირობებში მათი შესრულება არა თუ საეჭვო, სრულიად გამორიცხულია.

დეოლიგარქიზაციის ვალდებულება, რაც დააკისრა ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სხვა რეკომენდაციებთან ერთად, ნიშნავს, რომ ევროკავშირი ჩვენ გვთვლის არადემოკრატიულ ქვეყნად, რომელსაც ერთპიროვნულად მართავს ოლიგარქი, შესაბამისად, სრულიად შეუძლებელია ასეთ პირობებში ჩვენთვის ევროკავშირთან დაახლოებაზე ფიქრი, სანამ ხელისუფლების უკან არაფორმალური მმართველი დგას.

აქედან გამომდინარე, ქვეყნისთვის და მისი მოსახლეობისთვის, რომლის 80 % ზე მეტის მისწრაფება არის ევროპული მომავალი, ერთადერთი გამოსავალი არის მოქმედი ხელისუფლების შეცვლა.

სამწუხაროა, რომ ამ დასკვნის შემდეგ საზოგადოებაში შესაძლოა გაღრმავდეს ფრუსტრაციის პროცესი და გარკვეული ნეგატიური განწყობები ევროპის მიმართ, რის გამყარებასაც თავად ხელისუფლება შეეცდება და აქამდეც წარმატებით უწყობდა ხელს. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი განწყობა არაფრის მომცემი იქნება, პირიქით, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს მთავარი მიზნის გარშემო – შეცვალოს ხელისუფლება.

შექმნილი მდგომარეობა უნდა განვიხილოთ როგორც პროცესი, გზა, რომელიც თავიდან გვექნება გასავლელი, რადგან ჩვენი ხელისუფლება შეეცადა მაქსიმალურად მოეხდინა საქართველოს დისტანცირება ევროკავშირისგან, რისი შედეგიც არის ეს დასკვნა. ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია, ახლა საზოგადოებამ უნდა შემოატრიალოს პროცესი და საქართველო კვლავ ევროპისკენ მიმავალ გზაზე დააყენოს“, – აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშიერთი მცირე მტკიცებულებაც კი, რაც ოლიგარქიასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ჩვენს მიერ განხილული იქნება – ასეთი მტკიცებულება ივანიშვილზე ვერ იქნება, ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს! – მდინარაძე
შემდეგი სტატიაევროკომისიამ დღეს საქართველოს გამოუცხადა თანხმობა და ეს ისტორიული მომენტია – ჰარცელი