„ხელისუფლება კვლავ უგულებელყოფს ჩვენს მიერ შეთავაზებულ 4 ნაბიჯიან გეგმას, რის გამოც შეიძლება ძალიან მძიმე შემოდგომა მივიღოთ“ – ვახტანგ კალოიანი

„ამ 4 ნაბიჯის გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია, მიგვაჩნია საციცოხლოდ და სწრაფად უნდა მოხდეს, თორე ძალიან მძიმე შემოდგომა გველოდება“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციის შეთანხმებულმა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბათუმში, ვახტანგ კალოიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დრამატულად შემცირებული ვაქცინაციის ფონზე საჭიროა სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, რათა შემოდგომაზე ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში არის მოსალოდნელი მორიგი ტალღა, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი გვქონდეს. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ველოდებოდით ამ დრამატულ შემცირებას, მოვუწოდეთ ხელისუფლებას გაეხირციელებინა ჩვენ მიერ შეთავაზებული 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც შედგებოდა შემდეგი ნაწილებისგან: საჯარო, სამედიცინო, განათლების, სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში დასაქმებული მოქალაქეების ან სავალდებულო ვაქცინაცია ან სისტემატიური ტესტირება, მასობრივი ვაქცინაციისთვის მობილური (მოძრავი) ჯგუფების შექმნა ქალაქებსა და სოფლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დამატებით ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის წამახალისებელი შეღავათების დაწესება. ვაქცინირებული მასწავლებლების საშემოსავლო გადასახადისგან სამი თვით გათავისუფლება და საინფორმაციო კამპანიის ინტენსიფიკაცია. ამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რადგან ამ აუცრელ პოპულაციაში არ მივიღოთ ძალიან მძიმე შედეგი, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვაგხანალიის ფონზე, რაც დღეს არის დაავადების კონტროლის ცენტრში, ჯანდაცვის სამინისტროში, რაც ამ ბანერების ისტორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ერთი კვირის მანძილზე ვერ გავერკვიეთ ვისი რა ბანერია, რა დროით არის და ასე შემდეგ. ამ 4 ნაბიჯის გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია, მიგვაჩნია საციცოხლოდ და სწრაფად უნდა მოხდეს, თორე ძალიან მძიმე შემოდგომა გველოდება.“ – ვახტანგ კალოიანი

banner
წინა სტატიაში„მთავრობისა და შავრაზმელი ჯგუფების მოქმედებებზე პასუხისგება ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაცერცვაძე – „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის, რას შვრებით, ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?