ხელისუფლება კონტროლს ამყარებს კომუნიკაციების სფეროზე – გოცირიძე მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე დეპუტატებმა დღეს დაჩქარებული წესით უნდა განიხილონ კანონპროექტი, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ეხება.

ოპონენტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ცდილობს, რომ წინასაარჩევნოდ მედიაზე კონტროლი დაამყაროს, ასევე შეზღუდოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება.

„ეს კანონპროექტი დაუყონებლივ უნდა იქნას მოხსნილი იმიტომ, რომ ეს არის წარმოუდგენელი რამ. ხელისუფლება კონტროლს ამყარებს კომუნიკაციების სფეროზე. ყურადღებას ამახვილებენ, მხოლოდ ტელევიზიების მიმართულებით და მედია თავისუფლებაზე. დაუყონებლივ უნდა იქნას ეს კანონი გაწვეული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დოკუმენტის მიხედვით მარეგულირებელ ორგანოს შესაძლებლობა ექნება, ორგანიზაციებში, მათ შორის ტელევიზიებში საკუთარი წარმომადგენელი დანიშნოს.

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებით, კომისიის მიერ გამოცემული აქტი, სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სადავო აქტის მოქმედება არ შეჩერდება.

banner
წინა სტატიაშიცენზურის საფრთხე – 11 მედიაორგანიზაციის ერთობლივი განცხადება
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმის შედეგად ფოთში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა